Saturday, November 30, 2013

ტრენინგის მე- 9 დღე

 ჩემთვის გამორჩეული  დღე იყო. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. დადებითი ემოციებით დამუხტული. საინტერესოდ წარიმართა პროექტის პრეზენტაცია.ვფიქრობ  , მიზანს მივაღწიე .
დიდი აკაკი ბრძანებდა: ,,თუ მოსწავლე მასწავლებლის ღირსია სწავლების პროცესი ამაღლებულია ორივე მხრისთვის"
ძვირფასო დიანა, უღრმეს მადლობას გიხდით ასეთი ნაყოფიერი,შინაარსიანი
ტრენინგებისათვის,თქვენი   რჩევები გამომადგება ეფექტურად წარვმართო დაწყებითებში სწავლება პროექტებით.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას...

ტრენინგის მე-8 დღე

ვისწავლეთ,როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს სასწავლო პროექტზე მუშაობისას.
ყველა დამხმარე სასწავლო  რესურსი დავალაგეთ და ჩავდეთ შესაფერის საქაღალდეში.
თითქმის დავასრულე  მასწავლებლის პორტფოლიო.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს დიანას, ასე რუდუნებით,ასე გასაგებად რომ "/გვეხიდება"
/ვიგოცკის გამოთქმაა/ ამ ჩემთვის არცთუ ისე ადვილად დასაძლევ ტექნოლოგიებით
დატვირთულ მეტად საჭირო პროექტებით სწავლებაში.

ტრენინგის მე-7 დღე

7დღე
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა ნამუშევრები. განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიები. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები.

ტრენინგის მე-6 დღე

6 დღე
გავეცანით სასწავლო რესურსების შექმნას.განვიხილეთ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს პროექტის მუშაობის დროს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პუბლიკაციის, პრეზენტაციის და ბლოგის ნიმუშები სასწავლო მიზნებისთვის.

ტრენინგის მე-5 დღე


5 დღე
დღევანდელი დღის თემაა- რეფლექსია. გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია. გავიზიარეთ ერთმანეთის ნაშრომები და მივიღეთ უკუკავშირი.
დავხვეწეთ ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევები. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე,სკაიპზე, სოციალურ ქსელებზე.





ტრენინგის მე-4 დღე


4დღე
შეფასების ფორმების განხილვა.
დროში გაწერილი გეგმის შექმნა.
ვიუვერში დავათვალიერეთ პროექტების შაბლონები.
პრეზენტაციის დაგეგმვა.
პრეზენტაციის დაგეგმვა და მონახაზის შექმნა.

ტრენინგის მე-3დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით და წარმოვადგინეთ პროექტის განსახორციელებელი ბროშურების პრეზენტაციები. ამავე დღეს განვიხილეთ და შევიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვები: ზოგადი, თრმატური და შინაარსობრივი. შევიმუშავეთ მიზნები სასწავლო პროექტებისათვის.

ტრენინგის მე-2 დღე

დავგეგმეთ პუბლიკაცია. გავეცანით ნიმუშებს.დავიწყეთ პუბლიკაციებზე მუშაობა, გავიხსენეთ გრაფიკული ობიექტების ჩასმა და მათზე მუშაობა word-ში.
დავრეგისტრირდით ბლოგში, ვისწავლეთ ბლოგების გამოქვეყნება და  კომენტარების გაკეთება.

პირველი დღე

ტრენინგის პირველმა დღემ მოლოდინი გაამართლა, ვიცოდი, რომ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი იქნებოდა. ძალინ მიხარია, რომ შევიძინე ისეთი ინფორმაცია, რომელიც დამეხმარება პროექტებით სწავლებაში.
  გამიჩნდა დიდი მოტივაცია, რომ ვაკეთო პროექტები და მრავალფეროვანი გავხადო სასწავლო პროცესი